მიქაია: “ნარკოლოგიურ ტესტზე შეამოწმეთ”…


საინფორმაციო პორტალი www.Timer.ge  ავრცელებს ინფორმაციას სახელწოდებით “კახა მიქაია ხელისუფლებას მიმართავს“, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი, “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია მიმართავს ხელისუფლებას  და სთხოვს ნარკოლოგიურ ტესტზე შეამოწმონ ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები: “მივმართავ ხელისუფლებას, ნარკოლოგიურ ტესტზე შეამოწმეთ თავად ქალაქის მერი, ვიცე მერი, ყველა სამსახურის უფროსი, ქალაქის საკრებულოს თავჯდომარის აპარატის უფროსი და აპარატის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებიც მიაყოლეთ ზედ და ნახავთ რა შედეგს მიიღებთ!” მიქაიას  ეს განცხადება მოჰყვა ინფორმაციას, რომელსაც ასევე აქვეყნებს  www.Timer.ge : “ზუგდიდში, 2015 წლის 17 ნოემბერს დაახლოებით 23:00 სთ-ზე ზუგდიდში ძველი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი გოგოხიას მეუღლის ბიძაშვილი, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა.ა.ი.პ. კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომელი გიორგი ცხონდია, ამ უკანასკნელს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა 2 გრ. ნარკოტიკული საშუალება მეთადონი”კრისტალი”, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 260 მუხლის მე-2 ნაწილით.”-ნათქვამია ინფორმაციაში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!