აფხაზეთში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3172-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 124 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 30-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 76 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 1278-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 + 7 =

Akismet ანტისპამი