აფხაზეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა 92 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 35 პირს დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 387 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 493 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × 3 =

Akismet ანტისპამი