ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კოვიდ-19 სამ პირს დაუდასტურდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანაკლია განმუხურის საკარანტინო სივრცეში Covid-19- ზე გამოიკვლიეს 46 ადამიანი, აქედან 3 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ანაკლია განმუხურის საკარანტინო სივრცეში გამოიკვლიეს 46 ადამიანი, აქედან 3 დაუდასტურდა, 2 ველოდებით კვლევაზეა და 41 უარყოფითია. დადასტურებული სამი უკაჳშირდება თეთრიწყაროს კლასტერს. დადასტურებულიდან 60-70 წლის ასაკობრივი ჯგუფია ორი (ქალი და მამაკაცი) და ისინი არიან ოჯახის წევრები, მესამე კი არის 25 წლის ქალბატონი. შემოიყვანეს პირველ მაისს და დღეს უწევდათ გასვლა, მანამდე კი ანალიზებს უღებენ და სწორედ აქ გამოჩნდა”,-ნათქვამია მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კოვიდ 19-ით ინფიცირებულები რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!