ალექსანდრე ცირამუა გარდაიცვალა


  • ალექსანდრე ცირამუას ცხოვრების გზა იყო კანონისა და ადამიანის უფლებების დაცვის, მომავალი თაობებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და ქვეყნისთვის ერთგულად მსახურების მაგალითი.

მისი პროფესიული საქმიანობა 40 წლის განმავლობაში დაკავშირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემასა და საადვოკატო საქმიანობასთან. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საგამოძიებო მიმართულებით და საქმიანობას ეწეოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადასხვა რაიონის პოლიციის საგამოძიებო ორგანოებში. 2003-2007 წლებში ხელმძღვანელობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადვოკატთა კოლეგიას, მოგვიანებით კი – დასავლეთ საქართველოს იურისტთა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციასთან არსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს.

პარალელურად, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მომავალ თაობებს საკუთარ მრავალწლიან ცოდნასა და პროფესიულ გამოცდილებას უზიარებდა.

მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჭადრაკი. როგორც მოყვარული მოჭადრაკე, მონაწილეობდა 30-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში. განსაკუთრებული ადგილი ეკავა პოეზიასაც – უყვარდა ლექსების კითხვა.

ალექსანდრე ცირამუა იყო ადამიანი, რომელმაც თავისი პროფესიული საქმიანობით, ცოდნითა და ადამიანური ღირსებებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მისი სახელი და ღვაწლი დარჩება ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ხსოვნაში.

პანაშვიდი გაიმართება 18-19 სექტემბერს.

დაკრძალვა 20 სექტემბერს, კვირას, 15:00 საათზე.

მისამართი: ქ. ზუგდიდი, ბორჯომის ქუჩა N16.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

13 + fourteen =

Akismet ანტისპამი