ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენებენ


  • ცნობილ ამერიკელ მსახიობ ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენებენ. საქმე ეხება კინოოპერატორ ჰალინა ჰაჩინსის მკვლელობას. ბოლდუინმა მას შემთხვევით, ფილმ „რასთის“ გადაღებების დროს ესროლა. ჰაჩინსი 42 წლის იყო.

ინციდენტი ერთ-ერთი სცენის გადაღების დრო მოხდა. ბოლდუინი რეპეტიციას გადიოდა და არ იცოდა, რომ რევოლვერში ნამდვილი ტყვიები იდო.

ბოლდუინის გარდა, არაგაზრახ მკვლელობაში ბრალს წაუყენებენ სარეკვიზიტო იარაღზე პასუხისმგებელ მენეჯერ ჰანა გუტიერეს-რიდს.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ბრალი არ წარედგინება კინორეჟისორ დევიდ სოუზას, რომლის ფილმის გადაღების დროსაც მოხდა ტრაგიკული ინციდენტი.

იმ შემთხვევში, თუ ალეკ ბოლდუინს და ჰანა გუტიერეს-რიდს ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ 18 თვემდე პატიმრობა და ხუთი ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.

ამასთან, თავად ბოლდუინმა განაცხადა, რომ მას რევოლვერის ჩახმახი არ გამოუკრავს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!