აბიტურიენტებს საგნის წაშლა ან დამატება 15 აპრილამდე შეეძლებათ


  • აბიტურიენტებს საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა რეგისტრაციის მეორე ეტაპზე – 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (Naec.ge) ავრცელებს.

“საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის, 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.”-ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × 5 =

Akismet ანტისპამი