სოფელ ჯიხაშკარში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა- შეხვედრის მსვლელობისას, რამდენიმე პირი ხმაურით შემოიჭრა იმ ადგილას, სადაც შეხვედრა ტარდებოდა. იყო შეხვედრის ჩაშლის მცდელობა,– უცნობი პირები აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართაც. სიტყვიერი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსა და უცნობ პირებს შორის დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. როგორც ჯიხაშკარელები ამბობენ, პროვოკაციის მოსურნეები ადგილობრივები არ იყვნენ, მათ უნდოდათ შეხვედრის ჩაშლა და კორცხელის ინციდენტის გამეორება.