ხვალ, PEN-მარათონი “სარკმელი 2022” მეხუთედ გაიმართება


  • ხვალ, 5 ნოემბერს, 12:00-სთ-ზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი“, უკვე მეხუთედ, გამართავს ლიტერატურულ ფენ-მარათონს “სარკმელი 2022”.

PEN-მარათონის კონკურსის მონაწილეები წერენ სურვილისამებრ ორ ენაზე, ქართულ და მეგრულ ენებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სასწავლო-მეთოდური განყოფილების უფროსი მედეა თორია “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ “ლიტერატურული კონკურსის PEN მარათონის “სარკმელი 2022“ შედეგად ახალგაზრდები ქმნიან ენობრივ-სტილისტური ნორმების დაცვით სხვადასხვა სახის ლიტერატურულ ნამუშევრებს. ავლენენ წერილობითი და სხვა სახის კომუნიკაციის უნარს, ვლინდება მშობლიური ენის კულტურისადმი ღირებულებითი დამოკიდებულება.”

PEN-მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, რომლებსაც გააჩნით შესაბამისი ნიჭი და უნარი.

კონკურსის შემდეგ, სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:

  • ყველაზე  კრეატიული ნაშრომი;
  • საუკეთესო ჩანახატი; 
  •  საუკეთესო წარმოსახვითი ინტერვიუ;
  •  საუკეთესო რეპორტაჟი;
  •  საუკეთესო ლექსი;
  •   საუკეთესო ზღაპარი,
  •   ჟიურის რჩეული;
  • PEN-მარათონში მთავარი პრიზი-“ნინელის“ პრიზი;

PEN მარათონში გამარჯვებულებს, გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები და დიპლომები.

      

       

 

                                               

                            


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.