ხელმისაწვდომი გარემო მოქალაქეებისათვის


მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის მოთხოვნით ქალაქის ბულვარში მშვიდობიანი აქცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდები შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებდნენ. იასამნისფერ საკიდზე ამავე ფერის თაბახის ქაღალდები და ბუშტები იყო დაკიდული ზუგდიდის ქუჩების ფოტოებთან ერთად. ფოტოებზე ასახული იყო შენობები, ქუჩის გადასასვლელები და ტროტუარები პანდუსების გარეშე. ქაღალდზე კი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სურვილები ქალაქში ადაპტირებული გარემოს შექმნის შესახებ. აქციას ზუგდიდის მერიის თანამშრომლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეხვდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.