გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა


ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონიძე და “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” წარმომადგენლები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელებში ხურჩაში, კოკსა და ორსანტიაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.  კახა კალაძემ და ლევან შონიამ სიმბოლურად სოფლის ცენტერებში ჩირაღდანი აანთეს.
ხურჩა, კოკი და ორსანტია ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის 85 კილომეტრიანი სიგრძის გაზსადენი აშენდა და სრული დაქსელვა განხორციელდა. თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც სოფელ ხურჩაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი, ორსანტიასა და კოკში კი 1143 ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს.
ხურჩაში, კოკსა და ორსანტიაში გაზიფიცირების სამუშაოები „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” შეასრულა. დღეისათვის კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით, სამონტაჟო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. პროგრამის ფარგლებში, ამ სოფელში მცხოვრები ოჯახებისთვის სახლში გაზის შეყვანა და ერთი წერტილის მიერთება უფასოდ ხორციელდება.
ვიცე პრემიერი და გუბერნატორი ადგილობრივებსაც შეხვდნენ, ხურჩელებმა ხელისუფლებას სოფელში ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადეს. ახალი ხელისუფლების პირობებში ხურჩაში 20 წლიანი პრობლემა მოგვარდა და ახალი ასფალტობეტონის გზა დაიგო, აშენდა ახალი ბაღი, უახლოეს მომავალში კი სოფელში ამბულატორია აშენდება. ხელისუფლებას სოფელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მადლობა გადაუხადეს ორსანტიელებმაც, 2012 წლის არჩევნების შემდეგ სოფელში ახალი გზა დაიგო, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა და აშენდა საზოგადოებრივი მოსახურეობის ცენტრი.
საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმიწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება ზუგდიდის, გორის, ქარელის, კასპის, და ხაშურის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში. გორის მუნიციპალიტეტში უკვე გაზიფიცირდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!