ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა


  • პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ერთ ბავშვს კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი დაუდატურდააფხაზე.

როგორც მაია ჩხაიძემ აღნიშნა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.

„PCR ტესტით „დელტას” შტამი დადასტურდა, მაგრამ, ეს არ არის საბოლოო პასუხი, სექვენირება სჭირდება, რომელსაც არ ვიცი ზუსტად რამდენი დრო დასჭირდება. ორი თვის ბავშვები არიან. ერთს აქვს „ბრიტანული“ შტამი და მეორეს „დელტა“, ანუ ინდური. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან“, – განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!