“ცისარტყელას” მოიჯარეები, პანდემიის პერიოდის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან


  • ინფორმაციას, “ცისარტყელას” მოიჯარეების, პანდემიის პერიოდში, იჯარის გადასახადისგან გათავისუფლების შესაძლებლობის შესახებ, ზუგდიდის მეჟორიტარის მერაბ ქვარაიას ბიურო ავრცელებს:

“საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ მინისტრს ზუგდიდსერვისის – ე. წ საყოფაცხოვრებო სახლის “ცისარტყელას” მოიჯარეების, პანდემიის პერიოდში, იჯარის გადასახადისგან გათავისუფლება სთხოვა. ასევე აღნიშნა, რომ ეს სისტემური ხასიათის პრობლემაა და კარგი იქნება თუ ამ საკითხს მივაქცევთ ყურადღებას. მთავრობის მეთაურმა დეპუტატის თხოვნა დააკმაყოფილა და პასუხში აღნიშნა, რომ უკვე გასცა დავალება ამ საკითხის გადასაწყვეტად.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!