მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო


  • დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო.

კოლონა წალენჯიხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელ სოფო ჯაფარიძესთან, წალენჯიხის მერ გია ხარჩილავასა და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრ თემურ ჯანაშიასთან ერთად დაიძრა.

მოგვიანებით, მათ ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შეკრებილებს მიმართეს, რის შემდეგაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და მესამე
პრეზიდენტის ფოტოებით თბილისისკენ დაიძრნენ.

მსვლელობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან დასრულდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 + 19 =

Akismet ანტისპამი