“ცირკი ცხოველების გარეშე”

  • თბილისში დაგეგმილ აქციას “ცირკი ცხოველების გარეშე”  ზუგდიდიც შეუერთდა. სამოქალაქო აქტივსტებმა და მოქალქეებმა ცენტრალურ ბულვართან გააპროტესტეს ცირკში ცხოველების წამება. აქციის მონაწილეთა განმარტებით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ცირკში ცხოველების მონაწილეობა და მათზე ძალადობა.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გვანცა ციმინტიამ განაცხადა: “ჩვენ ვაპროტესტებთ ცირკში ცხოველების მონაწილეობას, ვიცით, რომ მათი გაწვრთნა ხდება ძალადობრივი მეთოდებით, როგორებიც არის: საკვებისა და წყლის გარეშე დიდიხნით დატოვება, წამება. მათ გასაწვრთნელად ხშირად  ელექტროშოკსაც იყენებენ. ეს ყველაფერი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მოვითხოვთ, ცირკში ცხოველების მონაწილეობა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე”.

4 მაისს თბილისს ეწვევა მოსკოვის იური ნიკულინის ცირკი. მათ საცირკო წარმოდგენებში აქტიურად ხდება ცხოველების (მაიმუნები, ლომები, ვეფხვები, ძაღლები) გამოყენება.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.