ციალა ჯოჯუა მერიასთან შიმშილობას აგრძელებს


გუშინ, 79 წლის ციალა ჯოჯუამ მერიასთან შიმშილობა დაიწყო. დღეს, ქოლგით მზეს ამოფარებული ისევ აგრძელებს შიმშილობას. ის ამბობს, რომ მასთან შესახვედრად მერიის თანამშრომლები მივიდნენ, მაგრამ კონკრეტულად არაფერს ეუბნებიან.

ქალბატონის თქმით, მისი ქალიშვილი ლალი ცირდავა ხვალ ზუგდიდში მედიასთან შესახვედრად ჩამოსულ ყოფილ პრემიერ მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან აპირებს შეხვედრას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=oiZXB3uRpfI[/embedyt]

ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ, 64 დღე იწვა. გარკვეული პერიოდი იშიმშილა კიდეც. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მისი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა. მოგვიანებით, მან ისევ დაიწყო შიმშილობა მერიის წინ, მაშინაც შეპირებებით დააბრუნეს შინ. ეს უკვე ციალა ჯოჯუას რიგით მესამე შიმშილობაა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!