ედიშერ თოლორაია განმუხურის მოსახლეობას შეხვდა


წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “ქართული ოცნების”  მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია განმუხურის მოსახლეობას შეხვდა.  თავიდან მაჟორიტარობის კანდიდატი  მოსახლეობას ანაკლიაში უნდა შეხვედროდა, მაგრამ შეხვედრამ განმუხურში გადაინაცვლა.

მოგვიანებით, ედიშერ თოლორაიამ ეს ფაქტი შემდეგნაირად ახსნა:” ქართუ ჯგუფიდან” ჩამოსულები არიან, 17 სექტემბრიდან იწყება 90 მილიონიანი ინვესტიციის სასტუმროს მშენებლობა”. შეხვედრის დაწყებამდე  ამომრჩევლებს მიესალმა და  სიტყვით მიმართა  ” ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ, რომელმაც ისაუბრა პარტიის ხედვებზე, მაჟორიტარობის კანდიდატის პიროვნულ თვისებებზე და იმ წამოწყებულ  საქმეებზე,  რასაც  პარტია “ქართული ოცნება” გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. ედიშერ თოლორაიამ აღნიშნა, რომ ” მე არ ვარ იმისთვის მოსული, რომ აქ ლამაზი ტყუილები გელაპარაკოთ, მე ვარ ზუგდიდელი კაცი, თქვენაირი მშობლები მყავს. ჩემი გამგებლობა არც ჩემს ოჯახს დატყობია,  არც ხასიათს, ჩაცმულობის სტილს. მე ვაკეთებ თქვენი დაკვეთით, მე არ ვარ ინვესტორი, რომელიც თავისი ჯიბიდან  ამოიღებს, ჩვენ ერთად ვაკეთებთ”. თოლორაიას თქმით, ამ თვეში, განმუხურში, იწყება მშენებლობები, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=qt-b6f3putg[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!