ცესკო-2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა.

მათივე განმარტებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროდ წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის ხმის დათვლის პროცედურები, რომელსაც, უნდა აღინიშნოს, რომ აღბეჭდავდა სპეციალური ვიდეოკამერები. ამ პროცესს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და მედია. ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვება პირდაპირი ტრანსლირების მეშვეობით ყველა დაინტერესებული პირისათვის იყო ხელმისაწვდომი.

“თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსი, როგორც გასულ წლებში, ახლაც ხდება მანიპულაციის თემა სხვადასხვა ჩართული მხარისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ წელს, არაერთი ბერკეტი არსებობს თითოეული მონაცემის დეტალურად შესამოწმებლად, და აღნიშნული საკითხით მანიპულირება მიუღებელია…”-ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.