შშმ პირთა მსოფლიო დღე


3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით არტ გალერეაში  გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ღონისძიება გამართა. ღონისძიება პარტნიორ ორგანიზაციებთან – იძულებით გადაადგილებულ  ქალთა  ასოციაცია “თანხმობა“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან’’ერთად გაიმართა.
ღონისძიება ორ ეტაპად წარიმართა.  პირველ ეტაპზე გაიმართა სამაგიდო თამაშები, მეორე ეტაპზე კი,  კონცერტი მოსწავლე ახალგაზრდობის  სასახლის აღსაზრდელების მონაწილეობით. Zugdidelebi.ge-სთან საუბარში პროექტის ხელმძღვანელმა ნინო ლოგუამ აღნიშნა. „პროექტი ხორციელდება სოციალური საწარმოები ადგილობრივი და დევნილი თემის ერთობლივი ეკონომიკური აქტივობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მათი სამშვიდობო კონსოლიდაციის  მიზნით, რომელიც ხორციელდება ერთი წლის გამავლობაში. ჩვენი ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ზრუნავს ხანდაზმულებზე, სოციალურად დაუცველ პირებზე და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ შევუერთდეთ 3 დეკემბრის ღონისძიებას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება 1992 წლიდან. ჩვენ გვინდოდა ეს დღე ცოტათი მაინც განსხვავებული და გაუმჯობესებული ყოფილიყო  მათთვის ამ მიზნით  ჩატარდა სხვადასხვა შეჯიბრება და გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც. პროექტის დონორი გახლავთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საგარეო კულტურულ ურთიერთობათა  ინსტიტუტი „იფა“. პროექტის მიზანია სოციალური საწარმოების ხელშეწყობა და საზღვრისპირა ურთიერთობების  წახალისება სამშვიდობო კონსოლიდაციის მიზნით.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!