ახალი შენობა სახანძრო-სამაშველო სამსახურს


სამეგრელოში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა  გახსნეს.საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გარემონტდა და აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით, მაშველებს ახალი ყოველდღიური ფორმები გადაეცათ, ასევე განხორციელდა შენობის ეზოს კეთილმოწყობა. ახალ სამმართველოში 83 თანამშრომელი მუშაობს. ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას 3 სახანძრო და 2 სამაშველო მანქანა მოემსახურება.

გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გაიმართა სიმულაციური ჩვენება, რომლის დროსაც მეხანძრე-მაშველების მიერ ნაჩვენები იყო საკაცით დაზარალებულის დაშვება გრძელ თოკზე, ხანძრის ქრობა, საევაკუაციო ბალიშზე სიმაღლიდან ხტომა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!