- 4, 5, 6 ივნისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა საბერძნეთის ქ. თესალონიკში INTERNATIONAL HELLENIC UNIVERSITY-ის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF -ის მხარდაჭერით.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციის თემა: „The Role of Akademia in Promoting Child Rights – აკადემიური წრეების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობაში“.
ინფორმაციისთვის: 2021 წლიდან ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრი ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია, ბავშვთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა და დაცვა, და აგრეთვე ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნის შექმნისა და გავრცელების აქტივობებში მონაწილეობა.
