- 6 წლის ალექსანდრე კოშაძეს საზოგადოების დახმარება ისევ სჭირდება. ბავშვის დედა საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართავს:
“ალექსანდრე არის, ყველაზე ძლიერი, მებრძოლი, და საოცარი ბიჭი… მჯერა რომ მას აუცილებლად დაეხმარებით. თქვენ თითოეულ ადამიანს, გაღებული 1 ლარითაც კი შეგიძლიათ, შეცვალოთ მისი მომავალი. თქვენს მიერ შეტანილ წვლილს, შეუძლია რომ ალექსანდრე გამოაჯანმრთელოს.
მე მჯერა… მჯერა იმის, რომ ირგვლივ ბევრი კეთილი ადამიანი მყავს. ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რითიც შევძლებთ სიკეთე დაგიბრუნოთ… უფალი დიდია ასმაგად დაგიბრუნდებათ ყველას…
სამწუხაროდ ამ ეტაპზე, თანხა ძალიან მცირე რაოდენობით არის შეგროვილი, რაც არასაკმარისია ალექსანდრეს თურქეთში წასაყვანად… ვიცი, შეგაწუხეთ, მაგრამ იცოდეთ და გახსოვდეთ სიკეთე არავის გვაღარიბებს…
უფალმა დაგლოცოთ და მოგმადლოთ ყოველივე საუკეთესო… ჩვენ კი გაგვაძლიეროს ამ მძიმე გზაზე…
სურვილის შემთხვევაში დახმარება შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
თიბისი- #GE56TB7061245064300046
საქართველო- #GE27BG0000000142717200
მიმღები დედა- მეგი ხასაია
ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!!!”




