ყირგიზული მედია – მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ყირგიზეთს რეფორმების გატარებაში დაეხმაროს


  • უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ყირგიზეთს რეფორმებით დაეხმაროს.

როგორც ყირგიზული მედია იუწყება, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ექსპერტმა, ჟაპარ უსენოვმა დაწერა.

უსენოვის თქმით, სააკაშვილმა საკუთარ სახლში მიიპატიჟა, სადაც „შეხვედრას ესწრებოდნენ მისი თანამებრძოლებიც – მარგულან სეისემბაი და ზურაბ ადეიშვილი“.

„ხდება, რომ ადამიანი წარმოგიდგენია ერთი სახით, ხვდები მას ცხოვრებაში, ის აბსოლუტურად სხვა არის და იმედგაცრუება გეუფლება. ეს ნამდვილად არ არის მიხეილ სააკაშვილზე და რეალური გაცნობისას მისი ენერგია და ქარიზმა შორიდანაც ჩანს. ის საკუთარი თავის მიმართ ძალიან დადებითად განგაწყობს.

ჩვენ ვისაუბრეთ რეფორმებზე საქართველოსა და უკრაინაში. მე მოვუყევი მიხეილს ყირგიზეთში მიმდინარე ვითარების შესახებ. მრავალი პარალელი აღმოვაჩინეთ ჩვენს ქვეყნებს შორის, მაგალითად, ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში. ბევრი საერთო გვაქვს პრობლემების თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილმა და მარგულან კალიევიჩმა დამარწმუნეს, რომ „მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედეგების ოფისი“ მზადაა, ყირგიზეთში რეფორმების განსახორციელებლად, ითანამშრომლოს მეთოდური და ექსპერტული დახმარების უზრუნველსაყოფად, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მხარეს მათი დანერგვის სურვილი აქვს.

პ.ს. ახლა საქმე ჩვენზეა, ვეცდებით შევისმინოთ საუკეთესო პრაქტიკა და დავნერგოთ ისინი ყირგიზეთის რესპუბლიკაში, თუ – არა“, – წერს უსენოვი.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!