ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა


  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაფართოვდა ერთჯერადი, 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე. 

ომპენსაციის მიღების უფლება აქვს დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე  დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ცვლილებამდე, დაქირავებულს კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა, თუ მასზე არ ფიქსირდებოდა ხელფასის გაცემა 2020 წლის 28 ნოემბრიდან  24 დეკემბრამდე პერიოდში”-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ, გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 3 დეკემბრიდან – 24 დეკემბრამდე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!