“ქუჩის პიანინო” ზამთრის პერიოდში საწყობში განთავსდება და შეკეთდება


ზუგდიდის ბულვარში განთავსებული “ქუჩის პიანინო” დროებით, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ “ქუჩის პიანინო” ნაწილობრივ დაზიანდა, შესაბამისად ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ზამთრის პერიოდში საწყობში განთავსდება და შეკეთდება.

«ქუჩის პიანინო» ზუგდიდში, «შენი იდეა მერს» პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქის მერაბ ოკუჯავას ინიციატივით დაიდგა.