ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა


  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) შემადგენელ – ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.
ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს, დღეს დაემატა 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე კი, დროებით გაიხსნება ორმხრივი მოძრაობა.  დღეიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალით გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევრდება.
ამ დროისთვის, უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი. აშენებული მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად
 ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. ახლად აშენებული მონაკვეთების ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ, ამ 4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება
 წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ 70 კმ ჩქაროსნული გზა აშენდა.”-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!