გიორგი გახარია-ლოქდაუნი ქვეყანაში არ გამოცხადდება


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სრული ე.წ. ლოკდაუნი არ იგეგმება.

“არაფერი არ იცვლება, როგორც განვაცხადეთ მივყვებით გეგმას. არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი და შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით თუ ფეხით. 24 დეკემბრიდან გაიხსნა სავაჭრო ობიექტები და ისინი დაიხურება, სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სრული ლოქდაუნი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის მიზეზი არ არსებობს, ბოლო დაწესებული შეზღუდვების შედეგებს ჩვენ დღეს უკვე ვგრძნობთ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს, ამიტომ არანაირი ლოქდაუნების და მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა არ არსებობს, ეს არის ჭორები”. – აღნიშნა გიორგი გახარიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!