უტა ფონიავა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება


  • ზუგდიდელმა კარატისტმა უტა ფონიავამ აზერბაიჯანში გამართულ “arpachay open”-ის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირის შესახებ, უტა, “ზუგდიდელებთან” საუბრობს:

უტა ფონიავა: “-უპირველეს ყოვლისა, მადლობით დავიწყებ. მინდა თითოეულ ჩემს გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. მათი გამხნევება და გვერდში დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცადე, ძალიან ვეცადე, ჩემი ქვეყანა და ქალაქი მესახელებინა.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირს, მონაწილეობას იღებდა 10 ქვეყნის სხვადასხვა წარმოამდგენელი. ძლიერი მეტოქეები იყვნენ, მაგრამ.. რა თქმა უნდა, ტურნირის მოსაგებად დიდი შრომა და ძალისხმევა დამჭირდა. მინდოდა 2024 წლის პირველი შეჯიბრი გამარჯვებით დამეწყო. მინდა გითხრათ, რომ 9-11 თებერვალს, საქართველოში, ევროპის ჩემპიონატი ტარდება. ჩემი და ჩვენი გუნდის მიზანია ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზო. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მეორეჯერ ვასახელო ჩემი ქვეყანა და ქალაქი.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!