ტეხასის შტატში სატვირთო მანქანაში 42 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს


  • ბიბისის” ინფორმაციით, ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში სატვირთო მანქანაში სულ მცირე 42 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილები სავარაუდოდ მიგრანტები არიან. 

როგორც „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, კიდევ 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

სატვირთო მანქანა სან ანტონიოს რკინიგზასთან ახლოს აღმოაჩინეს. უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან გარდაცვლილები.

ამჟამად პოლიცია მანქანის მძღოლს ეძებს, რომელიც სავარაუდოდ ადგილიდან მიიმალა.

სან ანტონიო მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრში მდებარეობს. ჰაერის ტემპერატურა აღნიშნულ რაიონში ორშაბათს 39 გრადუსს აღემატებოდა.

ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა მომხდარში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. ებოტი მიიჩნევს, რომ ეს არის ბაიდენის ღია საზღვრების პოლიტიკის შედეგი.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარსელო ებრაედის განცხადებით, ქვეყნის კონსული შემთხვევის ადგილისკენ გაემართა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.