“სოციალური მედია და კამპანიები”

დღეს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში გამართა ტრენინგი, რომელსაც სტრატეგიული კომუნიკაციების (PR) და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი, ლელი ბიბილაშვილი უძღვებოდა.

სოციალურ მიეცნიერებათა სკოლის დირექტორმა საქართველოს უნივერსიტეტში ნათია კალაძემ, აღნიშნა, რომ სისტემატიურად ჩამოდიან ზუგდიდში და ატარებენ ტრენინგებს სხვადასხვა თემატიკაზე.

ტრენინგს უფროსკლასელებთან ერთად საკითხით დაინტერესებული პირები, აბიტურიენტები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგი ინტერაქტიული იყო და დამსწრეთათვის საინტერესოდ წარიმართა. ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცა.

მოგეწონა? - გააზიარე!:

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …