დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ


“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი” (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს 10 ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს, მათ შორის ზუგდიდის ქსელიც. დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართა წიგნის საჯარო კითხვა-“ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის”. ასევე, ნაჩვენები იქნა რეშმა საუჯანის ფილმის “ასწავლეთ გოგონებს სიმამაცე, ვიდრე სრულყოფილებას” ჩვენება. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა ეკა მინჯორაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა:”ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი. აქ მოთხრობილია ასი არაჩვეულებრივი ქალბატონის ამბავი, სადაც აღწერილია გაბედული ისტორიები, გაბედული თავგადასავლები ამ ქალბატონებისა, სწორედ ეს ისტორიები შთააგონებს მკითხველს იყოს გაბედული, მამაცი და არანაირ დაბრკოლებას არ შეუშინდეს. ღონისძიებაზე მოწვეული გვყავდა სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ამდენად, შედგა დღევანდელი ღონისძიება საინტერესოდ, ხმაურით და მუშა პროცესით”.

შეხვედრაზე იმყოფებოდა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელი ციცინო შენგელია. მან შეხვედრის მონაწილეებს აუხსნა რას ნიშნავს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია. მისი განმარტებით, ეს არის პერიოდი, როდესაც მთელი საზოგადოება, მსოფლიო იკრიბება, იმისთვის, რომ გააძლიეროს, მეტი ყურადღება დაუთმოს, რაც ჩვენს საზოგადოებაშია”.

ზუგდიდის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლე კესო ჩოკორაია, ფიქრობს, რომ მსგავსი შეხვედრა აუცილებელია. “ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრა გენდერის თემასთან დაკავშირებით აუცილებელია საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რადგან მსგავსი კამპანია სამოქალაქო ცნობიერებას ამაღლებს. გვეძლევა იმის საშუალება, რომ უფრო მეტად ვიყოთ გათვიცნობიერებული გენდერზე, ადამიანის უფლებებზე. მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ მომავალს უზრუნველყოფს და დაიცვან საკუთარი უფლებები, რომ არ იყვნენ დაჩაგრულნი ქვეყანაში.

16-დღიანი კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!