ს.კ. “ზუგდიდმა” ეროვნულ ლიგა 2-ში გადაინაცვლა


ეროვნული ლიგა 3-ის ბოლო ტურის მატჩი გამართა ს.კ. “ზუგდიდმა” განმუხურის სტადიონზე და მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატი, ეროვნული ლიგა 2-ის საგზურის მოპოვებით დაასრულა.ეროვნულ ლიგა 3-ში ზუგდიდელებმა ჩატარებული 38 მატჩიდან 27-ჯერ მოიგეს, 3 შეხვედრა ფრედ დაასრულეს, ხოლო 8-ჯერ დამარცხდნენ – მათ, სულ დააგროვეს 84 ქულა და ამავე ლიგაში ლიდერობა არავის დაუთმეს. ზუგდიდელებმა უშუალო კონკურენტი, ჩოხატაურის „ბახმარო“-ს 5 ქულით ჩამოიტოვეს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!