ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიას სურსათის კვლევის ახალი მეთოდები დაემატება


  • სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ზუგდიდის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.

შეხვედრაზე, მონაწილეებმა ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების მნიშვნელობისა და საჭიროების საკითხებზე იმსჯელეს; განიხილეს ლაბორატორიის შესაძლებლობების საკითხები. სურსათის კვლევის მიმართულებით ზუგდიდის ლაბორატორიაში იგეგმება: სალმონელას, მეზოფილურ აერობული და ფაკულტატური ანაერობებისა და ლისტერიას დიაგნოსტიკის მეთოდების დამატება.

ზუგდიდის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების და ზუგდიდის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.