5-7 აგვისტოს ზუგდიდში გზის გარკვეულ მონაკვეთზე ტრანსპორტით მოძრაობა იკრძალება


  • საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 332-ე კმ-ზე (ქ. ზუგდიდი, ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორია) ა(ა)იპ „საქართველოს ბეემვეს კლუბის“ მიერ დაგეგმილია დრიფტის სერიების (იგივე ჩემპიონატის) ეტაპის ჩატარება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე 2022 წლის 5 აგვისტოს 20:00 სთ-დან 7 აგვისტოს 20:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულ პერიოდში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნინოშვილის ქუჩის გავლით. ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ლაღიძის ქუჩის გავლით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × five =

Akismet ანტისპამი