- worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 137 მილიონს გადააჭარბა.
მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 2.95 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 110 მილიონს აჭარბებს.