ვლადიმერ ზელენსკი – უკრაინა რუსეთის შემოჭრისთვის მზადაა

  • უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შეჭრა “ძალიან რეალური შესაძლებლობაა”, რისთვისაც უკრაინა ემზადება.

“რა თქმა უნდა. ჩვენ ეს ვიცით, 2014 წლიდან ვიცით, რომ ეს შეიძლება ყოველდღე მოხდეს. ისინი მზად არიან, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ, რადგან ჩვენს მიწაზე, ტერიტორიაზე ვართ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ”რეალური შეშფოთება“ არსებობს. „არსებობს კითხვა, გააგრძელებს თუ არა რუსეთი აგრესიულ და დაუფიქრებელ ქმედებას“ თუ ეს მოხდება, აშშ-ის პრეზიდენტმა ცხადად თქვა, რომ ამას მოჰყვება საფასური და შედეგები,“- აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ მისი ჯარი რუსეთის ტერიტორიაზე, დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ფარგლებში გადაადგილდება.

წყარო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.