- სოფელ ოქტომბერში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა, ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ბაღში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვების კომფორტულ, უსაფრთხო და სოციალიზაციაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდას.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ სოფელ ნარაზენში, სოფელ ცაცხვში, სოფელ კახათსა და სოფელ რიყეში.
