ზუგდიდს მუნიციპალიტეტის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის, “ახალი “სარკმელი”, ნიუსრუმს ესტუმრნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მურად ვაშაკიძე და მსახიობი კაკო ძაძამია, ზუგდიდელების საყვარელ მსახიობთან მერაბ კაკალიასთან ერთად.როგორც მოგეხსენებათ, ზუგდიდში, ერთი დღით, გასტროლებზე იმყოფებოდა თეატრის დასი. მათ ორი სპექტაკლი უჩვენეს ზუგდიდელებს სასახლის სცენაზე. შემდეგ კი, შეხვდნენ სასახლის ჟურნალისტთა კლუბის ნორჩ ჟურნალისტებს და უპასუხეს მათ შეკითხვებზე. როგორც სიღნაღის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა უთხრა ახალგაზრდებს, სიღნაღში თეატრი დიდი წარმატებით მოღვაწეობს. ყოველ სეზონში დგამენ 2-3 სპექტაკლს, რომელიც მაყურებელთა თხოვნით, 10-ჯერ, 12-ჯერ თამაშდება სცენაზე. თეატრი 16 სხვადასხვა ქვეყანაშია ნამყოფი სხვადასხვა ფესტივალზე. 2017 წლის დასაწყისში მიწვევა აქვთ თეატრების ათენის ფესტივალზე. თეატრის მოღვაწეობას ფინანსურად სიღნაღის მუნიციპალიტეტი უზრუნველჰყოფს. როგორც მურად ნაკაშიძე ამბობს, ინფრასტრუქტურით, შეიძლება ითქვას, თეატრი, საქართველოს რეგიონების სხვა თეატრებზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია. ამბობს, რომ ეს გამართული მენეჯმენტის შედეგია, არ აქვთ გაბერილი შტატები და მსახიობები თეატრში სხვა საქმიანობებსაც ითავსებენ სპექტაკლისგან თავისუფალ დროს. თავისი საქმიანობით კმაყოფილია მსახიობი კაკო ძაძამია, რომელიც თეატრის ერთ-ერთი უხუცესი მსახიობია. წარმოშობით მეგრელი, მეგრულ ფესვებთან შეხვედრას განსაკუთრებით აფასებს, გაუგია ზუგდიდის კოლორიტზე ფილუ ძაძამიძეზე და ამბობს, რომ ისიც ძაძამია იყო. სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი ამბობენ, რომ სიღნაღელებს ძალიან უყვართ თავიანთი თეატრი. პრემიერის გამოცხადებისთანავე ყიდულობენ ბილეთებს და მსახიობებთან ერთად იზიარებენ პრემიერით გამოწვეულ სიხარულს.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს ნორჩი ჟურნალისტების მიერ გამოცემული ჟურნალის “ახალი “სარკმელის”ნომრები და ახალგაზრდა ჟურნალისტებს ნამუშევრები შეუქეს.