როგორ სჭირდებოდა, თურმე, ზუგდიდს “იანარი”


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე შედგა ანსამბლ “იანარის” დებიუტი. ანსამბლს ათი წევრი ჰყავს. ხელმძღვანელია ირმა ღურწკაია, კონსულტანტი დავით დარასელია. ანსამბლს რეპერტუარი დიდი გემოვნებით აქვს შერჩეულ -შედგენილი. 20 ქართული სიმღერა,-სამი საგალობელი, დანარჩენი საქართველოს ყველა კუთხის “სამარკო” ჰანგი. დარბაზში მყოფი პროფესიონალები აღტაცებას ვერ მალავენ-არაჩვეულებრივი ხმები, არაჩვეულებრივი რეპერტუარი, ეს პროფესიონალთა ანსამბლია,-განმარტავენ ისინი.

ანსამბლის წევრები სხვადასხვა ეკლესიის მგალობლები-რეგენტები არიან. თავის დროზე, მათ  რეგენტისგან (საეკლესიო მგალობელთა გუნდის ლოტბარი), ირმა ღურწკაიასგან შეისწავლეს სხვადასხვა საგალობელი, მერე სწორედ ამ საგალობლებმა, სულიერებამ გააერთიანა ისინი და იანვრის ერთ მშვენიერ დღეს, შექმნეს ანსამბლი “იანარი”.” -12 წელია ერთად ვართ, 12 წელია ვხვეწთ რეპერტუარს, სხვადასხვა სოფლიდან დავდივართ. როგორც ხედავთ, შედგა ჩვენი ანსამბლი. სასურველი იქნება, ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუნიციპალურ დაფინანსებაზე გადაიყვანოს ჩვენი ჯგუფი. ჩვენთან არიან მრავალშვილიანი დედები. ორ მათგანს ხუთ-ხუთი შვილი ჰყავს. ბუნებრივია, თანადგომა გვჭირდება”,-გვითხრა ანსამბლის ერთ-ერთმა წევრმა.

“იანარის” კონცერტი მაყურებელმა დიდი ემოციებით მიიღო. კონცერტს ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც სჩანს, ზუგდიდს სჭირდებოდა “იანარი”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=cLdUKtKOsg0[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!