ახალგაზრდა ჟურნალისტები საკრებულოს თავმჯდომარეს სტუმრობდნენ


დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “ახალი “სარკმელი” წევრები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მაიზერ ნანავას სტუმრობდნენ. კლუბი გამოსცემს ამავე სახელწოდების ჟურნალს, რომლის საახალწლო ნომერი მზადდება და საკრებულოს თავმჯდომარესთან ვიზიტი, სწორედ, საჟურნალო, მუდმივი რუბრიკისათვის “პირველები” მოხდა.

ახალგაზრდა ჟურნალისტებმა საკრებულოს თავმჯდომარეს შეკითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო თემებზე. საუბარი გულახდილად წარიმართა. მაიზერ ნანავამ ისაუბრა ლიტერატურაზე, პოლიტიკაზე, მედიაზე, ზოგადად, ადამიანურ ურთიერთობებზე. გაიხსენა ბავშვობისა და სტუდენტობის წლები. საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებები, პირველი მასწავლებლები, ისაუბრა თავის ძირითად პროფესიაზე-პედაგოგობაზე და საყვარელ საგანზე-საქართველოს ისტორიაზე. შეხვედრის დასასრულს, საკრებულოს თავმჯდომარემ ახალგაზრდა ჟურნალისტებს, კლუბისთვის, სიმბოლური საჩუქარი გადასცა. როგორც “სარკმელელებმა” აღნიშნეს, ეს იყო ძალიან თბილი, თანასწორი და თავისუფალი შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ პირველთან, რომელიც ერთი საათი გათავისუფლა ყოველგვარი ოფიციალური ეტიკეტისგან და მათი თანატოლი გახდა, მეტიც, “ახალი “სარკმელელი” გახდა და ღირსეულად დაიბნია მკერდზე, საჩუქრად მირთმეული, “სარკმელელების” სამკერდე ნიშანი. თავის მხრივ, “ზუგდიდელლებთან” საუბარში საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ აღნიშნა, რომ ის ძალიან კმაყოფილი დარჩა ნორჩ ჟურნალისტებთან შეხვედრით.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=l743TpFE-fo[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!