სიახლე – კარდიოინტენსიური სერვისი!


ზუგდიდის რესპუბლიკურ ჰოსპიტალი მოსახლეობას კარდიოინტენსიურ სერვისს დღეიდან სრულად მიაწვდის. ჰოსპიტალში აღიჭურვა კათეტერიზაციის  ლაბორატორია, სადაც კორონაროგრაფიები ჩატარდება როგორც გადაუდებელ, ასევე გეგმიურ რეჟიმში. ახლად გახსნილ კარდიოინტენსიურ სამსახურში ადგილობრივ ექიმებთან ერთად პაციენტებს თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგებიც მიიღებენ, რომლებმაც ატესტაცია ევროპის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში გაიარეს.
აღნიშნული სერვისის განვითარება ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, რთული კარდიოლოგიური ინტერვენცია რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს, რაც პაციენტებს გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობისას დროს დაუზოგავს.
ახალი პროექტის დაწყება დასავლეთ საქართველოში კარდიოლოგიურ მომსახურებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, სერვისებზე ხელმისაწვდომობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სრულიად შეეძლება.
ზუგდიდის რესპუბლიკური ჰოსპიტალი ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის,, ქსელში შემავალი ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მძლავრ მრავალპროფილურ სერვისს სთავაზობს მოსახლეობას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.