- მოქალაქე ლიკა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს:
“ბატონი რუსლანის ცხოვრების კრედო სიკეთის კეთებაა და იგი მუდამ ცდილობს მის გარშემო მყოფთ ყოველდღიურობა გაუადვილოს. სოციალური საწარმო „ჰანგის“ სივრცეში წლებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თვითრეალიზაციაში ეხმარება და მისი ყოველდღიური საქმიანობით, როგორც ჩვენი სოციუმის ასევე ქალაქის განვითარებაშიც შეაქვს წვლილი.
დღეს კი დადგა დრო, როდესაც მას ჩვენი დახმარება სჭირდება. ეტლი რომლითაც ბატონი რუსლანი გადაადგილდება, ამორტიზებულია და ხშირად გამოდის მწყობრიდან. მისმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ თანხის შეგროვება და ახალი ეტლის შეძენა.
დარწმუნებული ვარ, რომ გაგებით მოეკიდებით ჩვენს ინიციატივას და გამოიჩენთ სათანადო გულისხმიერებას. პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას შეგროვებული თანხის შესახებ.”
თიბისი:#GE85TB7957745061100065
საქართველო:#GE11BG0000000807322300
თანხის მიმღები: გიორგი ფაცაცია