არ გაართულოთ ცხოვრება, ბატონებო!


  • პოეტი და არაერთი საინტერესო პროექტის ავტორი ივეტა წითაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე იმ პირად პრობლემაზე წერს, რომელიც არაერთი ადამიანის სატკივარია საქართველოში:

“ელექტრო ეტლი გამიფუჭდა, რვა წელზე მეტია მაქვს და კიდევ კარგად გაძლო.

არავინ იცის, რა სატანჯველია ეს.

სიცრუეა, რომ ვინმეს შეუძლია სხვისი ტკივილის თანაგანცდა, ეს მხოლოდ იმან იცის, ვინც ამ სატანჯველს გადის.

ყველა თავის ჯოჯოხეთს თვითონ გადის (ტრაგედიებისას და ყველა შემთხვევაშიც).

კლინიკაში ვიყავი დღეს, ჯერ ვიზიტის დაჯავშნაზე ხომ მთელი ბალანსი უნდა ამოგიწურონ, მერე რაც უნდა წინასწარ ჩაეწერო, მთელი რიგი პროცედურები უნდა გაიარო ფორმა 50-ის მისაღებად. ესეც ათი დღის მერე იქნება მზად, მერე სოციალურში უნდა მიიტანო და რომ გააგზავნიან მას მერე, კიდევ რამდენი თვე მოგიწევს ლოდინი, ჯობია, არ წარმოიდგინო.

მაშინ, როცა ერთი დღეც კი ისე მძიმდება, ცხოვრება არ მოგინდება ადამიანს.

ჰოდა, რატომ არის ეს ქვეყანა ტანჯვის ქვეყანა და რატომ არ შეიძლება ეტლის მიღება მოსარგებლეებისთვის იყოს მაქსიმალურად გამარტივებული?

განა არ შეიძლება, მონაცემები ბაზაში იყოს შენახული და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო ეტლი, ისევ იგივე პროცედურის ხელახლა გავლა_ წადი-წამოდი-დოკუმენტაცია აგროვე კლინიკაში (ფორმა ასი, მერე ორმოცდაათი, ჯერ უბნის ექიმის მომართვა, მერე ნევროლოგის და კიდევ ჯარხანა და ჯანდაბა), არ იყოს საჭირო.

ხომ შეიძლება, ბაზაში ერთხელ დაფიქსირებული დოკუმენტაციით და მხოლოდ განცხადების საფუძველზე დაარეგისტრირონ ეტლის მოთხოვნა.

არ შეიძლება? რატომ?

და როგორ შეიძლება გავამარტივოთ?

ხომ არაფერი იცვლება კონკრეტულ სიტუაციაში, ყველას შეიძლება არ შეეხოს, მაგრამ ჩემი დიაგნოზით, შანსი არ არსებობს, იმდენად იშვიათი დაავადებაა.

და თუ მაინც არსებობს, მხოლოდ სასწაულების ველზეა და მაგასაც თავისი ახსნა-მიზეზი აქვს, რატომ ეძლევა ადამიანს ავადმყოფობა.

და ნუ გგონიათ, რომ ეს მდგომარეობა მხოლოდ ჩემთვის მომეცა, თითოეული თქვენგანისთვისაც მომეცა, თქვენი ადამიანობის საზომად და გამოსამჟღავნებლად, ვინც ჩემს გარშემო ხართ, განურჩევლად ყველასი.

და რადგან გამჟღავნებულები ხართ და მეც გავიგე აზრი, რაც უნდა გამეგო, სანამ სასწაულის ველს მივაღწევ, იქნება და, მანამდე გასავლელი ჯოჯოხეთი კიდევ უფრო არ დაამძიმოთ გარედან.

არ გაართულოთ ცხოვრება, ბატონებო!

ვერ უძლებს ამას ადამიანი!”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!