საქველმოქმედო აქცია


  • “გაიღე და დაეხმარე უპოვარს” -ამ სლოგანით სამშენებლო კომპანია “TNT ჯგუფმა” ზუგდიდში სოციალური აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში, სამშენებლო კომპანიის მეპატრონეებმა, ქალაქის ცენტრალურ უბანში, კარადა დადგეს, რომელიც ყოველდღიურად იმ პირველადი მოხმარების პროდუქტებით შეივსება, რაც ყოველდღიურად სჭირდებათ სოციალურად დაუცველებს.

“ეს არის ერთგვარი გამოწვევაც. ჩვენ ვიწვევთ აქციის ფარგლებში ყველა იმ კომპანიებსა და მეწარმეებს, რომელთაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დაეხმარონ ჩვენს თანაქალაქელებს. ეს უბრალოდ კეთილი ნებაა და ძალიან დიდი მადლიც”-აცხადებენ სამშენებლო კომპანიაში და იქვე დასძენენ: “ჩვენს მიერ დადგმული ქველმოქმედების კარადა ყოველდღიურად შეივსება იმ აუცილებელი პროდუქტებით, რომლებიც თითქმის ყოვედღიურად სჭირდებათ სოციალურად დაუცველებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო დროებით უმუშევრად ითვლებიან”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!