თურქეთში პანდემიის დროს ქუჩის ძაღლებისა და კატების გამოკვებაზე მთავრობა იზრუნებს


  • თურქეთში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავად იზრუნოს ქუჩაში მცხოვრები ასიათასობით ცხოველის გამოკვებაზე, რადგან კორონავირუსის პანდემიისა და კარანტინის პირობებში თურქეთის მოქალაქეები სახლში რჩებიან და ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებსა და კატებზე ვერ იზრუნებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ცხოველების გამოკვებაზე ადგილობრივმა მუნიციპალურმა ორგანიზაციებმა უნდა იზრუნონ ქვეყანაში და მათ მისცა მითითება, მიუტანონ საკვები და წყალი ცხოველთა თავშესაფრებში, ბაღებში, პარკებსა და სხვა ადგილებში მცხოვრებ მიუსაფარ ცხოველებს.

„მიღებულ უნდა იქნას ყველა ზომა, რომ უპატრონო ცხოველებმა არ იშიმშილონ,“ – აცხადებს თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო და დასძენს, რომ აუცილებელია ცხოველთა თავშესაფრებისა და პარკების დეზინფიცირებაც.

ჩვეულებრივ, თურქეთში ქუჩის ძაღლებსა და კატებს მოქალაქეები და აქტივისტები კვებავენ, მაგრამ თვითიზოლაციამ და გადაადგილების შეზღუდვამ ისინი შეაფერხა.

2018 წლის მონაცემებით, სტამბოლში დაახლოებით 162 970 უპატრონო კატა და 128 800 ძაღლი ცხოვრობს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!