საქართველოში შემომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ყველა კოვიდრეგულაცა გაუქმდა


  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უცხოეთიდან საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი პირი გათავისუფლებულია აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტესტის პასუხის წარდგენისა და იზოლაციის ვალდებულებისგან.

“უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 ივნისს მოაწერა ხელი და ის ძალაშია 15 ივნისიდან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.