პრეზიდენტი მოქალაქეებს, პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს


  • სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

“ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ. პირველ რიგში ის, რასაც გთავაზობთ პირველი დღიდან, ერთიანობა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ასევე, 16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა, ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე, მე, თქვენ და ნებისმიერი ან პოლიტიკური პარტიის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ყველა მოვა, როგორც რიგით მოქალაქე. იქ არც სიტყვები იქნება, არც პლაკატები, არც განცხადებები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლიათ, იმღერონ. დანარჩენები იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, კი არ გვინდა იქ წასვლა, ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპისა, რომელიც ჩვენთვის საჭიროა, მისაღებია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს მოუწოდა, ევროპის მოედანზე მივიდნენ.

„ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 19:00 საათზე, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო, მინდა, მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, მოვიდეს ჩვენთან და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, შემოგვიერთდნენ. ვთხოვ ყველა პარტიას, ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებულ მიზნად, მოვიდეს. გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგი და დაპირისპირება, ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე. მივმართავ სამართალდამცველებს ყველანაირი უსაფრთხოების ზომები იყოს მიღებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!