საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილებები საჯაროდ გამოქვეყნდება


  • საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილებები, კანონით განსაზღვრულ ვადაში, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.police.ge – ზე გამოქვეყნდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილება ან გადაწყვეტილება, მოქალაქეს რეგისტრირებულ ან განცხადებაში მითითებულ მისამართზე გაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ პირს, დადგენილება ან გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდება, ბრუნდება ფოსტაში და არაუგვიანეს 60 დღისა, განმეორებით იმავე მისამართზე გაეგზავნება. განმეორებით გაგზავნილი დოკუმენტების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.

ინფორმაცია დადგენილება/გადაწყვეტილების შესახებ, გამოქვეყნებისთანავე პირს მის მიერ განცხადებაში მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნება.

გადაწყვეტილება პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!