- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (06.06.2022-12.06.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 546 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 100 232 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 92 556, „პისიარ“ ტესტით – 7 676.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.51%.