ვოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვართ მოლაპარაკებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მზად არის, ომი დაასრულოს


  • უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუ მოსკოვს ნამდვილად სურს ომის დასრულება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს დრო მოლაპარაკებებისთვის, რომელიც არ მუშაობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. ხაზს ვუსვამ, ჩვენ არ გვაქვს ეჭვები და ჩვენ მზად ვართ, ვილაპარაკოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მზად არის, ომი დაასრულოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი აუცილებლად დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა არა დღეს და არა რუსეთის პირობებით.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!